მსოფლიო
31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2019-10-30 23:36:31
ვერძი - მშვიდად მოაგვარებთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან. უბრალოდ, ისწავლეთ ადამიანების მოსმენა. პროფესიულ სფეროში რთულ პროქეტებსაც კი მარტივად გაართმევთ თავს.
კურო - ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. მიუბრუნდით ძველ საქმეებს. შეიძლება გადაწყვიტოთ და უცხო ენის სწავლის გაგრძელოთ. გარშემო მყოფების მიმართ მეტად უნდა გამოავლინოთ სიყვარული.
ტყუპი - დღეს გონებით უნდა იმოქმედოთ და არა გულით. გააანალიზეთ ყველა დეტალი და გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ მიიღეთ. კონკრეტულ ადამიანთან გულახდილი საუბარი მეტ გამბედაობას შეგძენთ.
კირჩხიბი - მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ და დარჩენილი თავისუფალი დრო თვითგანვითარებას, მეგობრებთან ერთად დროის გაატარებას დაუთმეთ.
ლომი - საქმეებით და შეხვედრებით (თუმცა, უცნობებთან ნუ გააბამთ საუბარს) დატვირთული დღე გელით. იყავით დაკვირვებული ნებისმიერი ინფორმაციისადმი. არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო.
ქალწული - მოთოკეთ ემოციები და თავშეკავებულად გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები. ჯერ კარგად გაიაზრეთ რას -1:30გეუბნებიან, რა რეაქცია მოჰყვება თქვენს პასუხს და მერე იმოქმედეთ.
სასწორი - ფილოსოფიურად ხართ განწყობილი. ჩაიწერეთ ყველა მნიშვნელოვანი აზრი, რაც დღეს თავში მოგივათ. რეალურად შეხედეთ მოვლენებს და მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეები აკეთეთ.
მორიელი - დაფიქრდით, რისი მიღება გსურთ საჩუქრად, ან იქნებ, სადმე გამგზავრება გსურთ? "ითხოვეთ და მოგეცემათ" შეიძლება სურვილები ახლობლებმა აგისრულონ.
მშვილდოსანი - არავის გაუმხილოთ თქვენი იდეები, მიზნები. თქვენსავით არავის უხარია თქვენი წარმატება. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გავლენიან ადამიანებთან.
თხის რქა - ჩამოწერეთ შესასრულებები საქმეების სია. უპირატესობა გადადებული, დაწყებული ვალდებულებების მოგვარებას მიანიჭეთ. საღამო მეგობრებთან (უცხოელ) ერთად გაატარეთ.
მერწყული - ახალი პროექტები ახალ პარტნიორებთან ერთად დიდი სიფრთხილით უნდა დაიწყოთ. ნუ გგონიათ, რომ ვინმე თქვენს საქმეს გააკეთებს ან უსასყიდლოდ დაგეხმარებათ.
თევზები - არავის ენდოთ, განსაკუთრებით, როცა საეჭვო პირები ფულის შოვნის იოლ გზას გთავაზობენ. საყვარელი ადამიანის ნდობა ბოროტად არ გამოიყენოთ. იმოქმედეთ მაქსიმალურად ღირსეულად.
კომენტარები