0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე მუცოს რეაბილიტაციის პროექტი დააჯილდოეს

ჩამოტვირთვა

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი "ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.
"საქართველოს მოვულოცავ. მუცო საქართველოა და მუცო ევროპაა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას და პირველ რიგში, საზოგადოებას, რომელმაც მუცოს იმ არაჩვეულებრივ სოფელს მისცა ხმა, სადაც ყველას გეპატიჟებით. იმიტომ, რომ ამ სოფლის დათვალიერება ნიშნავს სხვა სამყაროსა და სხვა საუკუნეში მოგზაურობას... მინდა, მაინც ვახსენო ერთი ადამიანის სახელი, იმიტომ, რომ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყველა პროექტი ადამიანებთანაა დაკავშირებული და ეს ადამიანი არის ამ პროექტის ავტორი. საქმე ეხება სოსო ბანძელაძეს, რომელიც დღეს ჩვენს შორის აღარ არის, მაგრამ ის ამ ოცნების ავტორი იყო. და ალბათ ვერასოსოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე, პარიზში, შატლეს თეატრში ეს პროექტი მიიღებდა საზოგადოების რჩეულის პრიზს. ეს კი ნიშნავს ევროპაში დაბრუნებას. მე ვთვლი, რომ ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მისიაა საქართველოს დაბრუნება თავის ევროპაში. ევროპაში კი ჩვენ ასე ვბრუნდებით, კულტურით. ვიღაც ამბობდა, „დავიწყოთ ყველაფერი თავიდან კულტურით“, კულტურა არის თქვენი ხვალინდელი თემა ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დღეების გაგრძელებისთვის. საქართველო ევროპას დაუბრუნდება კულტურით. მინდა, მოგიწვიოთ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დღეების გასამართად, რაც შეიძლება მალე. დიდი მადლობა!"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები