საზოგადოება
"საქართველოში ისრაელის საელჩო დღეიდან, 30 ოქტომბრიდან მუშაობას აჩერებს"
2019-10-30 13:18:24
საქართველოში ისრაელის საელჩო დღეიდან, 30 ოქტომბრიდან მუშაობას აჩერებს, – ამის შესახებ საელჩოს Facebook-ის გვერდზეა ნათქვამი.
„გაცნობებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის მედია წერს, რომ საელჩოების და საკონსულოების მუშაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზღუდება.
კომენტარები