0 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"როცა კიბო არ გკლავს და გკლავენ ექიმები...ინგოროყვას კლინიკაში ჯანმრთელ ადამიანს ქიმიოთერაპია დაუნიშნეს"

თათული თეთრაული სოციალურ ქსელში, ფოტოს აქვეყნებს და წერს:

 "როცა კიბო არ გკლავს და გკლავენ ექიმები....

აუცილებლად დასაწერი,წასაკითხი და გასაზიარებელი პოსტი...

ვეცდები დავწერო მოკლედ (შეძლებისდაგვარად) და დეტალურად...

დაახლოვებით 2თვის წინ ზურა საავადმყოფოში მოხვდა სათესლე ჯირკვლის ტკივილით

 სასწრაფომ გადაიყვანა ინგოროყვას კლინიკაში და გამოკვლევებიც იქვე ჩატარდა. მეორე დღეს დადგინდა სათესლე ჯირკვლის სიმსივნე და დაინიშნა სასწრაფო ოპერაცია... ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ზურამ გადაწყვიტა რომ ინგოროყვაშივე უნდა გაეკეთებინა ოპერაცია.

17 სექტემბერს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ შევდივარ ექიმთან და მეუბნება რომ სიმსივნე არის ავთვისებიანი და არის ეჭვი რომ მეტასტაზები წასულია მუცლის ღრუში.
დეტალურად არაა საჭირო გადმოვცე ჩემი რეაქცია...ვერც გადმოვცემ მარტო ის ვიცი რომ მთელი დღე გლოვაში და ტირილში გავატარე. იქამდე გვქონდა გაკეთებული MRI და ყველა საჭირო გამოკვლევა რის მიხედვითაც ჩანდა რომ ყველა ორგანო იყო სუფთა მაგრამ ოპერაციის მერე ჩვენმა ექიმმა მოგვთხოვა ახალი გამოკვლევები რომლებიც უნდა ჩატარებულიყო იმავე კლინიკაში.არც ამ გამოკვლევებით გამოჩნდა სადმე რამე საეჭვო მაგრამ
მაინც (არ ვიცი რატო და ალბად არც თვითონ იციან) გადაწყდა ქიმიოთერაპია...
დაჟინებული მოთხოვნით ქიმიის კურსი უნდა ჩატარებულიყო სასწრაფოდ.

ქიმიოთერაპია დაგვინიშნა შალვა ჭოველიძემ რომელმაც ჩაატარა ოპერაცია. ამ დროს რა მდგომარეობა იყო ჩვენს სახლში თუ ტვინში მხოლოდ ჩვენ ვიცით და არავის ვუსურვებ გამოსცადოს მაგრამ დამიჯერეთ ძალიან მძიმეა... მივედით დათქმულ დროს, შევდივართ ქიმიოთერაპევტთან რომელსაც შევყავართ ოთახში და გევუბნება რომ ზურას არ სჭირდება ქიმია, რომ ის ოპერაციის მერე აბსოლიტურად ჯანმრთელია და რომ ის არ გააკეთებს ქიმიას... შოკში ვიყავით, ზურა ტიროდა სიხარულით... მე ვერც სიხარული გამოვხატე, ვეღარ გავიგე რა მოხდა... დიდი მადლობა გადავუხადეთ ქიმიოთერაპევტს და წამოვედით ( მხოლოდ ამ ქაბატონის გამო არ მინდოდა ამ პოსტის გასაჯაროვება მაგრამ ვერც ამ ამბავს გავატარებდი ასე ჩუმად) ძალიან ბედნიერები ვართ ძააალიან მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა სიხარული. დაახლოვებით 2 საათში იგივე ქიმიოთერაპევტი გვირეკავს და გვეუბნება რომ რაღაცეებს გადახედა და შეეშალა, აუცილებლად და თან მეორე დღესვე უნდა დაიწყონ ქიმიოთერაპია.

ალბად ყველა ხვდებით რაც მოხდა იქ.. და რატო შეიცვალა აზრი ამ ქალბატონმა.
ბევრი რომ არ ვწერო ჩემი უახლოვესი მეგობრის დაჟინებით ჯერ ანალიზის პასუხები გავაგზავნეთ თურქეთში და მერე სასწრაფოდ წავედით ერთ-ერთ კლინიკაში სადაც დაგვხვდა ორი ქართველი გოგო მარიამი და ხატია ( სამწუხაროდ გვარები არ მახსოვს,უღრმესი მადლობა მათ ყველაფრისთვის)გაკეთდა ყველაფერი რაც საჭირო იყო და წამოვედით... 2 დღის მერე დაგვირეკა ხატიამ და მოგვილოცა,
ზურა არის აბსოლიტურად ჯანმრთელი, არც ერთ ორგანოზე არ არის მეტასტაზი და რა თქმა უნდა ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება ქიმიოთერაპია...

ეს იყო ნამდვილად დიდი სიხარული!

ახლიდან დავიწყეთ ცხოვრება.

დამიჯერეთ ხალხო ეს პოსტი არის ყველაზე მსუბუქი რაც შეიძლება ჩვენს მდგომარეობაზე დამეწერა.ეს ორი თვე რა ჯოჯოხეთი გავიარეთ, რამდენი ვიტირეთ,რამდენი ვიდარდეთ და რამდენჯერ დაგვენგრა მოლოდინი ვერ წარმოიდგენთ... რამდენ ორშაბათს ველოდეთ განაჩენივით, პასუხების ლოდინში...რამდენჯერ ერთმანეთსაც ვეღარ ველაპარაკებოდით და თავს ვისულელებდით თითქოს არაფერი ხდებოდა და თითქოს ქიმიაც არაფერი იყო,მერე რა... იმდენი ადამიანი იკეთებსო და სინამდვილეში ვიცოდით ეს ყველაფერი რამხელა ძალასთან და ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული.ყველაფერი გადავაგორეთ! სუსტ ადამიანად არასდროს ვთვლიდი თავს მაგრამ ამდენი ძალა თუ მქონდა ეხლა გავიგე... ვყველაფერი გავიარეთ ჩვენი ძალიან მაგარი ოჯახების და უძალიანმაგრესი მეგობრების დახმარებით რომლებიც დიაგნოზის დასმის წამიდან, ოპერაციის ჩათვლით დღემდე გვიდგანან გვერდით მორალურად თუ ეკონომიურად. ვუყურებდი მათ და ვხედავდი რომ ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ ჩვენთვის!

ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის,ჩვენ ვართ ყველაზე მდიდარი ადამიანები თქვენით!

მაქვს კითხვა ბატონ შალვა ჭოველიძესთან, ბატონო შალვა ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამოდენიმე თვიანი ტანჯვისთვის....( რისთვისაც არ გაგვიმეტეს უცხო ქვეყნის ექიმებმა)
რატომ??????

ადამიანს რომელმაც მოიშორა სიმსივნე და აღარანაირი მეტასტაზი თუ სხვა პრობლემა აღარ ქონდა ორგანიზმში, რატომ დაუნიშნეთ 6 ქიმიოთერაპია?
გამიხარდება ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც თუ დავაფიქრებ და გადავარჩენ...

ჯანმრთელობას გისურვებთ და მათ ვინც უკვე ებრძვის ამ სენს ძალიან ძალიან მალე გამოჯანმრთელებას "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები