0 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში ახალი სამედიცინო დახმარების სპეციალიზებული მანქანები გამოჩნდებიან

ახალი, სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებები განკუთვნილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების პარამედიკოსებისთვის, რომლებიც ოპერატიულ რეაგირებას, რთული საგზაო მოძრაობის პირობებში, სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომის მანქანების მოსვლამდე შეძლებენ.

 სპეციალიზებული ავტომობილები ღია სივრცეებში მოწყობილ თავშეყრის ადგილებში, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავსს ლოკაციებზე განთავსდება.

 საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ავტოპარკი უკვე 278 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი, სპეცმანქანით შეივსო.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები