საზოგადოება
29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2019-10-28 23:32:37
ვერძი - ფაქტებზე დაყრდნობით იხელმძღვანელეთ და ლოგიკური დასკვნები გამოიტანეთ. მოერიდეთ პესიმისტურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, გართობაზე ნაკლები უნდა იფიქროთ.
კურო - დღეს გარშემო მყოფებში ახალ ნიჭსა და პოტენციალს აღმოაჩენთ. ახალი იდეები თანამოაზრეებს გაუზიარეთ. მათი დახმარებაც დაგჭირდებათ. გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება.
ტყუპი - უკან არ დაიხიოთ, იყავით მეტად მიზნამიმართული. ნაკლები დრო დახარჯეთ გართობაზე და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. რთულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ.
კირჩხიბი - აცადეთ, გარშემო მყოფებსაც, რომ ისინიც გახდნენ პოპულარულები და მოიპოვონ პატივისცემა. მეგობრების მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. მხიარული წვეულება გელით.
ლომი - ნუ იქმნით ცუდ განწყობას, არ არსებობს სირთულე, რომელსაც თავს ვერ გაართმევთ. გაუფრთხილდით ფულს, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. ისინი შეიძლება ხარვეზიანი გამოდგეს.
ქალწული - უსიამოვნება მშვიდად მოაგვარეთ, არ გაამწვაოთ სიტუაცია, უმჯობესია, მოითმინოთ, ვიდრე -0:08გაიფუჭოთ ადამიანთან დამოკიდებულება. დრო მოვა და მიხვდება თავის შეცდომას.
სასწორი - შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ერთ ადგილზე გაიყინეთ და ვეღარ ვითარდებით. გადახედეთ მიტოვებულ საქმეებს. იქნებ, მათი დასრულების დრო დადგა?
მორიელი - გარშემო მყოფებზე დიდ გავლენას ახდენ. ისინი ყველა თქვენს მითითებას უსიტყვოდ შეასრულებენ. ახალდაწყებული ნაცნობობა შეიძლება თავბრუდამხვევ რომანში გადაიზარდოს.
მშვილდოსანი - გაფრთხილდით, აჩქარებით საქმეები არ გაიფუჭოთ. იყავით მეტად დაკვირვებული დეტალებისადმი. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად მშვიდად განიხილეთ.
თხის რქა - ახალი პროექტების დაწყება კარგია, მაგრამ ძველ შეცდომებს თუ არ გაითვალისწინებთ, არაფერი გამოგივათ. მოიმატებს გაურკვევლობა გარშემო მყოფებში.
მერწყული - საინტერესო ადამიანებთან იკონტაქტეთ და ლოგიკურად იმსჯელეთ. თუ წვეულების მოწყობას აპირებთ ან მგზავრობას, გადაამოწმეთ ყველა დეტალი და ნიუანსი.
თევზები - გაფრთხილდით, გაურკვევლობის გამო შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეთ. ნაკლები ემოცია გამოავლინეთ და მეტი დაკვირვებულობა. მოიწესრიგეთ გრძნობები. მშვიდად გაანალიზეთ მომხდარი.
კომენტარები