0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი მეუფე იაკობი თანამდებობიდან გადადგა - ამის შესახებ განცხედება,  მეუფე იაკობმა, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ  ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 

“მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები