საზოგადოება
ქუთაისში მშენებარე კორპუსის მე4 სართულიდან მუშა გადმოვარდა
2019-10-28 13:31:13
ქუთაისში მშენებარე კორპუსის მე4 სართულიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ 27 ოქტომბერს, ნიკეას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა. მისი ჯანმღტელობის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ჰოსპიტალის დირექტორი ირაკლი გოგინავა აცხადებს, დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "თ მ" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს. ადგილზე სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი შენდება.
კომენტარები