საზოგადოება
მოსამართლე მოწმეს: "აქ შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ''
2019-10-25 17:21:23
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, მერიის მაღალჩინოსნების საქმეს განიხილავდნენ, სადაც მოწმის სტატუსით "კონვერტ ჯორჯიას" წარმომადგენელი დაიკითხა.
ჩვენების მიცემის დროს, ვახტანგ ჩიქოვანმა რამდენიმე რეპლიკა რუსულად წარმოთქვა, რაზეც მოსამართლე დავით მამისეიშვილისგან შენიშნვა მიიღო:
"აქ შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, რუსული, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ, გთხოვთ" - მიმართა მოსამართლემ მოწმეს და საუბარი გააწყვეტინა.
კომენტარები