0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მოსახლეობა ორშაბათიდან შესახლდება

გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში, მოქალაქეების შეყვანა ორშაბათიდან დაიწყება.

როგორც ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ხელაძე აცხადებს, პირველ ეტაპზე მოსახლეობის ის ნაწილი დაბრუნდება, რომელთა სახლებიც უმნიშვნელოდ დაზიანდა.

“შემდეგ კვირაში, ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, კორპუსის დაუზიანებელ ნაწილში დავაბრუნებთ მოსახლეობას. რაც შეეხება, უშუალოდ ეპიცენტრს, მე-3, ნე-4 და მე-5 სართულებს, აქედან მოსახლეობის ქირით გაყვანა ცოტა ხანგრძლივი პერიოდით მოგვიწევს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, დაზარალებული ოჯახების უმეტესობა სასტუმროში ცხოვრობს. კორპუსის სრულად აღდგენამდე ქირით ცხოვრება 15-მდე ოჯახს მოუწევს.

შეგახსენებთ, გურამიშვილის გამზირზე აფეთქება 18 ოქტომბერს მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები