მსოფლიო
25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2019-10-24 23:21:58
ვერძი - იდეალური დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.
კურო - თუ შეგიძლიათ, რომ პრობლემები აირიდით, აირიდეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, არ დაძაბოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.
ტყუპი - სასურველის მისაღწევად მეტად უნდა გააქტიურდეთ. ეცადეთ, დროზე დაასრულოთ საქმეები, რათა საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. თუმცა, გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად დღევანელ დღეს ნუ გამოიყენებთ.
კირჩხიბი - დილა პოზიტიურად დაიწყეთ. სასიამოვნო მომენტებით აღსავსე დღე გელით. გამონახეთ დრო კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.
ლომი - შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ არ განერვიულდეთ. მთავარია, დროზე შეასრულოთ ძირითადი საქმეები, დეტალების გამოსწორებას ყოველთვის მოასწრებთ.
ქალწული - რაც უფრო მშვიდი იქნებით, მით დაკვირვებულად შეძლებთ მუშაობს. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მუსიკასაც მშვიდს მოუსმინეთ. ჩაცმულობაში მკვეთრი ფერის აქსესუარები გამოიყენეთ.
-0:12სასწორი - დღის განმავლობაში მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ იყოთ დელიკატური და მეტად გამოავლინოთ დახვეწილი მანერები. მიმდინარე საკითხები თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.
მორიელი - ყოველთვის დარწმუნებული იყავით, რომ ადამიანს გული არ უნდა გადაუშალოთ. მაგრამ თუ რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, დღევანდელი დღე გამოიყენეთ.
მშვილდოსანი - ნუ გაართულებთ ყველაფერს. სანამ არ გთხოვენ დახმარებას, არავის მიეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში. უმჯობესია, ჯერ საკუთარი ვალდებულებები შეასრულოთ.
თხის რქა - სიამოვნების მიღების დღეა. აუჩქარებლად, დაკვირვებით იმუშავეთ და ეცადეთ, შინ დროზე დაბრუნდეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
მერწყული - მეგობრები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. შეიძლება ძველ კოლეგებსაც შეხვდეთ და დახმარება მათგანაც მიიღოთ. ეცადეთ, გული იმ ადამიანებს გადაუშალოთ, ვისგანაც იცით, რომ დახმარებას მიიღებთ.
თევზები - კარგი დღეა თქვენი იდეები და გეგმები გავლენიან პიროვნებებს რომ გაუმხილოთ. ეცადეთ, მშვიდად მოაგვაროთ საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება.
კომენტარები