0 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ეს მარადიული უსამართლობით აყროლებული დუქანი – სახელად საქართველოს სახელმწიფო რომ ჰქვია – ვითომ ჯანდაცვით, ვითომ მინისტრებით, ქარაქუცა დეპუტატებით და პრეზიდენტით – მეზიზღება! "

"ეს მარადიული უსამართლობით აყროლებული დუქანი – სახელად საქართველოს სახელმწიფო რომ ჰქვია – ვითომ ჯანდაცვით, ვითომ მინისტრებით, ქარაქუცა დეპუტატებით და პრეზიდენტით – მეზიზღება! " - ამის შესახებ ჟურნალისტი დაჩი გრძელიშილი წერს 

“გუშინ ღამის 12 საათზე ანდრიას ძაღლმა თვალი დაუზიანა, ცუდად. სასწრაფომ, ჭრილობის პირველადი დამუშავების მერე გვითხრა რომ აუცილებელი იყო თვალის კლინიკაში გადაყვანა. კლინიკაში გვითხრეს რომ აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია თვალზე – უფრო სწორედ ქუთუთოზე ნაკერის დადება. ამასობაში ღამის 2 საათი გახდა. ოპერაციის ღირებულება 1300 ლარიაო. თქვენ იმედი ელში ხართ დაზღვეული და საყოველთაო არ მოქმედებსო. ოღონდ იმედი ელში დარეკვისას მითხრეს რომ ნიუ ჰოსპიტალი მათი პროვაიდერი არ არის. და ვერც სხვა პროვაიდერთან წამიყვანენ, რადგან ნიუ ჰოსპიტალი, სადაც ვიმყოფებით, ერთადერთი ამ პროფილის თვალის კლინიკაა საქართველოში, ღამით რომ მუშაობს – გადაიხადეთ ფული და ჩვენ განვიხილავთო. ვეუბნები, ბოდიში, მაგრამ ჯიბეში ყოველთვის 1300 ლარი არ მიდევს, მე ხომ დაზღვევის ფულს გიხდით. ხომ ხართ ვალდებული ბავშვი გადაუდებელი საჭიროებით ქუჩაში არ დამიტოვოთ. თუ ეს თუ ერთადერთი კლინიკაა და სხვა არ არსებობს, რატომ არ გაქვთ პროვაიდერის კონტრაქტი დადებული.

“იმედი ელის” გოგონა, შეწუხებული რობოტის ტონით მიმეორებს იგივეს, რომ სამწუხაროდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ… არადა საქმე იმაშია, რომ, ეს ამ პროფილის ერთადერთი კლინიკაა, მაგრამ იმედი ელი კონტრაქტს არ უფორმებს იმიტომ, რომ “ნიუჰოსპიტალი” მათ კონკურენტს ეკუთვნის. ბოლოს ნიუ ჰოსპიტალის რეგისტრატურის გოგონამ დაიწყო რეკვა თავის მენეჯმენტთან – ჩემი თავი შემეცოდა, ისე ეხვეწებოდა ვიღაცებს ბავშვია ასეთ მდგომარეობაში, თანხას არ უნაზღაურებენ და იქნებ რამე ვუშველოთო… მაგრად შემრცხვა, რომ ამ ყველაფერს მოსაცდელში ჩემთან მჯდომი თვალახვეული ანდრია ისმენდა. ჩემი 13 წლის შვილის შემრცხვა განა იმიტომ, ფული რომ არ მქონდა – იმიტომ, რომ არც მას და არც მის ხუთ და-ძმას ქვეყანა არ ჰქონდათ… ბოლოს, ორდღიანი კონტრაქტი გამიფორმეს – ანუ, ოპერაცია გაუკეთეს მაგრამ თანხა ისევ ჩემით, ორ დღეში უნდა გადავიხადო. კი. გადავიხდი ამ თანხას მაგრამ 1300 კი არა, 50 ლარიც რომ იყოს – დაზღვევის ნაცვლად ფული მე რატომ უნდა გადავიხადო?! და ვინც ვერ გადაიხდის, კვდება? გადაარჩენენ და დაიჭერენ, ვალის გამო?? აი ეს მარადიული უსამართლობით აყროლებული დუქანი – სახელად საქართველოს სახელმწიფო რომ ჰქვია – ვითომ ჯანდაცვით, ვითომ მინისტრებით, ქარაქუცა დეპუტატებით და პრეზიდენტით – მეზიზღება! ჩემი თავიც მეზიზღება მთავრობიდან მთავრობამდე, ამ დუქანში რომ ვაგდივარ და კანონ-სამართლით მოვაჭრე, ხეპრე მიკიტნებს მზეში დაბმული ვირის რუდუნებით ვიტან… არადა ეს დამპალი მასობრივი მოთმინებაც ათწლეულები რომ არ ილევა… როდემდე”, – წერს დაჩი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...