0 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ძალზედ წარმატებული იყო, მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა, ჩატარდა სამასზე მეტი ორმხრივი ბიზნესშეხვედრა"

​„აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა, იყო ძალზედ წარმატებული, რაც დასტურდება პირველ რიგში მონაწილეთა რაოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" შეფასებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა და ორი დღის განმავლობაში იყო დანიშნული სამასზე მეტი ორმხრივი ბიზნეს შეხვედრა და მოლაპარაკება.

„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ფუნქციის, როლის, როგორც დამაკავშირებლის, ორი დიდი ცივილიზაციის გაძლიერებას და ეკონომიკურ კონტექსტში, ეს არის პირველ რიგში ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და ყველაფერი რაც ეკონომიკის გაძლიერებას ეხება. მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ასევე მინდა კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ის ფასი და ის მნიშვნელობა, რაც აქვს საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორის, ეროვნული ბანკის და სხვადასხვა ეკონომიკურ პოლიტიკაში ჩართული უწყებების პოზიტიურ თანამშრომლობას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები