საზოგადოება
"ამერიკაში ღიად ამბობენ: "საქართველო უკუსვლით მიდის, დასავლეთი კარგავს საქართველოს.. გულწრფელად მაინტერესებს რას ვზეიმობთ?"
2019-10-24 00:01:39
ამერიკაში მცხოვრები, ქართველი ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, დავით ზალკანიანის განცხადებას ეხმაურება:
"გულწრფელად მაინტერესებს რას ვზეიმობთ? რა არის განსაკუთრებული ამ რეზოლუციაში? ვისაც ცოტა მაინც გესმით საერთაშორისო პოლიტიკა, დამეთანხმებით, რომ ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული რეზოლუცია. გადახედეთ არქივს და დაინახავთ, რომ ამაზე გაცილებით ძლიერი და მნიშვნელოვანი რეზოლუციების მიღება ხდებოდა დაწყებული ედუარდ შევარდნაძის დროიდან და ასევე მის შემდეგაც გაგრძელებული 2016 წლის ჩათვლით.
დაუშვათ კარგი რეზოლუციაა... მერე რა ხდება? როგორ აისახება ეს საქართველოზე? რუსეთი აღარ შემოგვიტევს? ან ნატოში მეორე დღეს მიგვიღებენ? და ყველაფერი პირიქით რომ მოხდეს? მზად ვართ რუსეთის ახალი გამოწვევისთვის?
დღე არ გავა დასავლურ პრესაში საქართველოს მთავრობაზე ნეგატიური სტატიები რომ არ დაიწეროს, რასაც დუმილით ხვდება საგარეო საქამეთა სამინისტრო და ახლა ამ ჩვეულებრივი რეზოლუციის მიღების გამო ატეხილი ისტერიული ზეიმით, გვინდა დავარწმუნოთ ისევ "მავანი", რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერობა "უმაღლეს ნიშნულზეა?!" თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ფიქრობენ და ამბობენ ამერიკაში გავლენიანი ექსპერტები იმას, რომ "საქართველო უკუსვლით მიდის," რომ " დასავლეთი კარგავს საქართველოს?!" როდემდე უნდა ვიყოთ სირაქლემას პოზიციაში?!"
კომენტარები