მსოფლიო
„გივი, მაგრად გვკიდია ეგ შენი მყრალი ოკუპანტი რუსეთი, შენმა თაობამ, რომ ,,25 სმ-იანით საქმეები აკეთეთ“
2019-10-23 23:57:33
ვლადიმერ ხომერიკს, როგორც ირკვევა, მსახიობი, მწერალი და მოცეკვავე გივი სიხარულიძეც შეხვედრია. ამის ამსაველ ფოტოს „ფეისბუქზე“ პარტიის – „კანონი და სამართალი“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ღლონტი აქვეყნებს და წევეს:
"რუსეთის დიდ შეცდომად მიმაჩნია, რომ საზღვრები ჩაკეტა და ჩვენმა ახალგაზრდობამ არ იცის, რა არის რუსეთი. დარწმუნებული ვარ, ქართველი ახალგაზრდებისთვის რუსეთი რომ გაიხსნას, ისინი დასავლეთისკენ არც გაიხედავენ, რადგან რუსეთი ყველაზე კარგად არის მორგებული ქართულ მენტალიტეტზე ! ”
P. S. გივი, ჩვენ ვართ გივი! ჩვენ ვართ ის ახალგაზრდები, ვისაც მაგრად გვკიდია ეგ შენი მყრალი ოკუპანტი რუსეთი. შენმა თაობამ, რომ "25 სმ-იანი” და 1-ბოთლი კონიაკით საქმეები აკეთეთ, აგერ, კი გხედავთ რა გაქვთ შენარჩუნებული, დადიხართ გახუნებული ყავისფერი საბჭოთა დუბლიონკებით და იმის ნაცვლად, რომ ჩვენთან ერთად შექმნათ ძლიერი და თავისუფალი საქართველოს მომავალი, შანსს არ უშვებთ ხელიდან, რომ საბჭოთა ნოსტალგია არ გადასდოთ გარშემომყოფს. შენ და შენს ვალოდია ხომერიკს სიამოვნებით ჩაგაბარებდით ოკუპაციის მუზეუმში, როგორც განსაკუთრებულ ექსპონანტებს.“
კომენტარები