0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სალომე ზურაბიშვილმა იაპონელებს საქართველოში ფილმის გადაღება შესთავაზა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  ტოკიოში ვიზიტის დროს, ტოკიოს კულტურის სახლისა და მედიაჰოლდინგის "ფუჯი“ აღმასრულებელ დირექტორთან სამომავლო კულტურული თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

შეხვედრისას ქართულ ტრადიციებზე, კულტურულ ფასეულობებზე, ქართული თანამედროვე კულტურის წარმატებებზე, იაპონიაში ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციის შესაძლებლობაზე, ასევე ქართულ კინოზე ვისაუბრეთ.

პრეზიდენტის განცხადებით, მან იაპონურ მხარეს საქართველოში კინოს გადაღება შესთავაზა, რამაც შეხვედრის მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია.

როგორც "ფუჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრისას განაცხადა, იაპონიაში ტოჩინოშინის წარმატებამ საქართველოსადმი დიდი ინტერესი გამოიწვია.


"ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების ყველა ინიციატივას შევუწყოთ ხელი. ამ თვალსაზრისით კი, უაღრესად მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია,"-განმარტა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები