0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველი ოქტომბრიდან დღემდე 2000 ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა

ტაქსების რეფორმის ძალაში შესვლიდან 2000 ტაქსის მძღოლი იქნა დაჯარიმებული, ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

"ტაქსის ნებართვის გარეშე ან სანებართვო წესების დარღვევით მომსახურებისთვის პირველი ოქტომბრიდან დღემდე 2000 ტაქსის მძღოლი იქნა დაჯარიმებული, აქედან 700 პირველ ოქტომბერს. პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ მძღოლებს პარლამენტის გადაწყვეტილებით ჯარიმებზე ერთჯერადი ამნისტია შეეხებათ,"- განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, დაჯარიმდება ის ავტომობილებიც, რომლებსაც თეთრი ფირი სრულად არ ექნებათ გადაკრული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები