0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,, ამაში შედის ჩემი მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები და ჩემი ოჯახის წვლილიც" - ბერამ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა

ჩამოტვირთვა

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ოფიციალურ Facebook გვერდზე ამაზონის ტროპიკული ჯუნგლების გადარჩენასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ბერას თქმით, მან ამაზონის ტყის გადასარჩენად საქველმოქმედო ორგანიზაციას $1.1 მილიონი დოლარი შესწირა:

ამაზონის ტყე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იწვოდა. ცეცხლი ანადგურებს ჩვენი პლანეტის ფილტვებს, ჩვენს ცხოვრებასა და ჩვენი შვილების მომავალს. ესაა მოწოდება მოქმედებისკენ. დღეს მსურს, დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო სიყვარულითა და პატივისცემით, ოჯახის წევრივით. მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით, მსურს დავეხმარო მათ, რამდენადაც შემიძლია. ფრთხილი ფიქრის შემდეგ, ვიპოვე  ორგანიზაცია, რომელსაც მჯერა, შეუძლია ცვლილებების გამოიწვევა და შემიძლია ვენდო. მას ჰქვია ISA. გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო 1.1 მილიონი დოლარი. ამაში შედის ჩემი მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები და ჩემი ოჯახის წვლილიც. მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ. ნებისმიერი კონტრიბუცია, მიუხედავად რაოდენობისა, აზრიანი და მნიშვნელოვანია. ერთად შეგვიძლია შეცვლა. გმადლობთ და ღმერთმა დაგლოცოთ.

 ”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები