მსოფლიო
დავით ნარმანია სემეკ-ს უხელმძღვანელებს
2019-10-21 14:48:59
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას დავით ნარმანია უხელმძვანელებს. გადაწყვეტილება ოთხკაციანმა კომისიამ ერთხამდ მიიღო. დავით ნარმანია ოფიციალურად საქმიანობას უკვე ხვალიდან შეუდგება, მას შემდეგ რაც ახალ თავმჯდომარეს სემეკის სხდომაზე დაამტკიცებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევა ერთხელ უკვე სცადეს, მისის კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა. პროცესი მას შემდეგ შევიდა ჩიხში, რაც "ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მმართველ გუნდს შეახსენა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სემეკის თავმჯდომარის წარდგენის უფლება არ აქვს. სემეკ-ის თავმჯდომარის ასარჩევად აუცილებელი გახდა კანონში ცვლილებების შეტანა.
კომენტარები