0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"კომპანია ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას და პრობლემას ვერ ვხედავ ამ ეტაპზე" - სალია „რუსთავი 2“-ის 60 %-იანი წილის დაყადაღებაზე

კომპანია ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას და პრობლემას ვერ ვხედავ ამ ეტაპზე - ამის შესახებ განცხადება, „რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ გააკეთა. სალიას განცხადებით, არხის 60 %-იანი წილის დაყადაღების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„უნდა მივიღოთ დოკუმენტები სასამართლოსგან და მოსარჩელე მხარისგან. სასამართლოსგან უნდა მივიღოთ განჩინება და მოსარჩელისგან უნდა მივიღოთ სარჩელი. ამ ეტაპზე არც ერთი დოკუმენტი არ მიგვიღია. როცა ჩაგვბარდება მათი მხრიდან სარჩელი, გვექნება 10 დღის ვადა, რომ ვუპასუხოთ შესაგებლით, ხოლო განჩინების ჩაბარების შემდეგ, 5 დღის ვადა გვექნება, რომ გავასაჩივროთ.

ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ჰქონდათ დიდი დრო, ხანდაზმულობის ვადებში მიემართათ სასამართლოსთვის, რაც არ გაუკეთებიათ. ამ შემთხვევაში ჩვენ დავაყენებთ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით პოზიციას და სასამართლომ ამაზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს. ჩვენი აზრით, არსებობს სრული საფუძველი, გაიზიაროს სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამ ეტაპზე ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი. მას შემდეგ, რაც გავეცნობით სარჩელს, შესაძლოა, გაჩნდეს სხვა არგუმენტებიც, რატომ მიგვაჩნია, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს,“ - განაცხადა სალიამ.

მისივე განმარტებით, „რუსთავი 2“-ის 60 %-იანი წილის დაყადაღების გამო, არხის მუშაობას პრობლემები არ შეექმნება.

„ნაადრევია რამე ვთქვათ ფინანსურ პრობლემებთან დაკაშირებით. კომპანია ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას და პრობლემას ვერ ვხედავ ამ ეტაპზე“, - აღნიშნა სალიამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები