მსოფლიო
„წინასწარმეტყველებამ არ იცის შვილი, ქმარი, მოყვარე თუ მტერი…კეთილი ინებეთ, მიიღეთ ისე, როგორც ვხედავ”
2019-10-21 10:53:09
წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას გვერდის ადმინისტრაცია პოლიტიკოსების მხარდამჭერებს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:
„გვერდის ადმინისტრაცია უმორჩილესად გთხოვთ ყველას, რომელი პოლიტიკური პარტიისა თუ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის მხარდამჭერიც უნდა იყოთ, გაითვალისწინოთ უმთავრესი, რასაც ქალბატონი ლელა ხშირად იმეორებს:
„წინასწარმეტყველებამ არ იცის შვილი, ქმარი, მოყვარე თუ მტერი. იგი წარმოითქმება ისე, როგორც ვხედავ… უფლება არ მაქვს, რაიმე შევასწორო. ამიტომ, კეთილი ინებეთ, მიიღეთ ისე, როგორც ვხედავ. ასეთია ნება უფლისა!“
„ეს წინასწარმეტყველებაა და რასაც ვხედავ, ზუსტად უნდა გადმოვცე. აქ რამის შეცვლა და რამის დამატება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. დიახ, ასეა, ბატონებო. მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ!“
კომენტარები