0 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პროფკავშირები: "ჭიათურის მაღაროში არ იყო დაცული შესაბამისი სტანდარტები,არასაკმარისი მანძილი იყო სატვირთოსა და კედელს შორის"

არ იყო დაცული შესაბამისი სტანდარტები, არასაკმარისი მანძილი იყო სატვირთოსა და კედელს შორის - ამის  შესახებ პროფესიული კავშირის ჭიათურის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ნეფარიძე აცხადებს. მისი თქმით, დეტალებს გამოძიება დააგდენს, თუმცა სავარაუდოა, რომ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.

” არ იყო დაცული შესაბამისი სტანდარტები, არასაკმარისი მანძილი იყო სატვირთოსა და კედელს შორის. საწარმოს უსაფთხოების სამსახური დაიწყებს ამ საქმის მოკვლელას და კომიასთან ერთად აუცილებლად ვიმუშავებთ საკითხზე“, - განახადა Iპრესს-თან საუბარში ნეფარიძემ.

ფაქტზე საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.  

ცნობისთვის, ჭიათურის მაღაროში გვიან ღამით გარდაცვლილი მუშა 29 წლის გაგა ბოჭორიშვილია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები