პოლიტიკა
20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი გაათავისუფლეს
2019-10-18 13:04:42
20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2000-2000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.
აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრლადების მხარე დაეთანხმა.
ცნობისთვის, გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა დარბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები