მსოფლიო
თადუმაძე: "თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ"
2019-10-18 11:02:03
უ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ასე პასუხობს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ჟურნალისტებთან საუბრისას კითხვას, დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში შეწყალების საქმეზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მისი თქმით, პროკურატურა, კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული 34 პირიდან, ერთს, პოლიციელის მკვლელობისათვის მსჯავრდებულ რამაზ დევაძეს, 2015 წლის სექტემბერში, 12 წლით მიესაჯა პატიმრობა. მან საპყრობილე, 4 წლისთავზე დატოვა.
კიდევ ერთ შეწყალებული, ასლან ბეჟანიძეს გამოძიება 2004 წელს ჩადენილ მკვლელობას ედავებოდა. ბეჟანიძე 2016 წელს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ 2018 წელს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის საბოლოო ზომად მას თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით განესაზღვრა. საპატიმროში მან 3 წელი და 6 თვე გაატარა.
მესამე შეწყალებული, მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე, 1994 წლიდან იყო ძებნილი. ნადირაძე 2013 წლის 26 აპრილს, თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც ის საქართველოს გადასცეს.
კომენტარები