0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მუხრან ფანგანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მუხრან ფანგანი 2000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 ამ გადაწყვეტილებამდე ფანგანმა დანაშაული სრულად აღიარა და განაცხადა, რომ სადავოს არ ხდის პროკურატურის არც ერთ მტკიცებულებას.

ფანგანს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაუკეთებია განმარტებები, თუ რატომ შეცვალა გადაწყვეტილება. ის თავდაპირველად აცხადებდა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბრალდების მიხედვით, მუხრან ფანგანი 20 ივნისის ღამეს განსაკუთრებით აგრესიულად იქცეოდა, პოლიციელებს ართმევდა ფარებს და ჩართული იყო მათთან ფიზიკურ დაპირისპირებაში.

ფანგანმა პატიმრობაში სამი თვე გაატარა. საქმის არსებითი განხილვა 26 ნოემბერს განახლდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები