0 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პრეზიდენტი რომ ვიყო აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას"

"მე არ გახლავართ პრეზიდენტი რომ ვიყო აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შეწყალების საქმეზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრ ჰკითხეს, უნდა მივიდეს თუ არა პრეზიდენტი პროკურატურაში გამოკითხვაზე.

"ყველას უნდა გვესმოდეს, მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როცა გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია პასუხის გაცემა, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ კითხვებს გავცეთ პასუხი. ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა და იმედია ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს", - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები