0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - მოერიდეთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას. უმჯობესია, კომპრომისი. ფინანსური საკითხების მოგვარება დიდ დაკვირვებას მოითხოვს. გაფრთხილდით, არ დაკარგოთ ფული.

კურო - თუ ადამიანს თქვენგან განსხვავებული აზრი აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მასთან არ უნდა იმეგობროთ. აქტიური დებატები კარგ ინტელექტუალ ნაყოფს მოგიტანთ.

ტყუპი - ვალდებულებებს კრეატიულად და გულისხმიერად მიუდექით. თუ საქმეს არ მოგაცდენთ, შეგიძლიათ მუსიკაც ჩართოთ და მხიარულად იმუშაოთ.

კირჩხიბი - მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. თუ ქსელში საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, მხოლოდ ინტერნეტნაცნობობით ნუ შემოიფარგებით. საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებთ დღევანდელ დღეს.

ლომი - რთული, მაგრამ საინტერესო დღე გელით. სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ. წარმატებას მიაღწევთ ფინანსურ სფეროში. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და მოკავშირედ გაიხდით.

ქალწული - ნუ ჩაიციკლებით წარუმატებლობაზე. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად, სამსახურში ინიციატივის გამოსავლენად. პოზიტიური აზროვნება იმაზე უკეთეს შედეგს მოგიტანთ, ვიდრე ელოდით.

სასწორი - დილიდან შეადგინეთ დღის გრაფიკი და ისე იმოქმედეთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ. დიპლომატიურად იმოქმედეთ და მარტივად შეძლებთ რთულ სიტუაციაში ადაპტირებას.

მორიელი - მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. პრაქტიკული საქმიანობა -0:06სასიამოვნოდ შესასრულებელი გახდება. ერთი სიტყვით, არ არსებობს სირთულე, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით.

მშვილდოსანი - თუ ადამიანთან მეტად დაახლოება გსურთ, მოუყევით რაიმე სასიამოვნო თქვენი ცხოვრებიდან. იყავით გაბედული და მხიარული. ასე მის კეთილგანწყობას მოიპოვებთ.

თხის რქა - მომავლის დაგეგმვის დღეა. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. იყავით მიზანმიმართული და ჩამოყალიბეთ, რისი მიღწევა გსურთ.

მერწყული - გაანალიზეთ ის რჩევა, ინფორმაცია და საქმიანი შემოთავაზება, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეთ. გაარკვიეთ დეტალები. შეიძლება რაღაც სწორად ვერ გაიგეთ ან ვიღაც გატყუებთ.

თევზები - საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი და მომჭირნე ხართ. ეცადეთ, დღეს მაინც გაინებივროთ თავი. გაიხსენეთ ის საქმე, რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებდათ. შეეხმიანეთ იმ ადამიანს, ვინც გაგახალისებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები