მსოფლიო
,,დღეიდან 24 საათში 25 საათი ვიწყებ მუშაობას" - გრიგოლიას პირველი კომენტარი "ტვ პირველის" დირექტორად დანიშვნის შემდეგ
2019-10-16 18:31:33
დღეიდან ტელეკომპანია "პირველს" ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. ჟურნალისტი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:
მადლობა ვატო წერეთელს ამ ნდობისთვის და მადლობა ტვ"პირველის" მთელ გუნდს! ბევრი მადლობა! ესაა ჩემი ცხოვრების ახალი და ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევა,თან ყველაზე აზარტული გამოწვევა.აი ისეთი, ახალ სიცოცხლეს რომ გაძლევს,ახალ სუნთქვას რომ გიხსნის. როცა სამსახურიდან გამოგდებულმა ტვ "პირველს" შევაფარე თავი და ყველამ ერთად ნულიდან დავიწყეთ ახალი ტელევიზიის კეთება , მაშინვე ვიცოდი, რომ გამოგვივიდოდა, ყველა იმ ადამიანის დაუღალავი შრომით, ვინც ტვ"პირველი " დაიწყო, ოპერატორებიან, მემონტაჟეებიან,მძღოლებიან, ტექპერსონალიან,ჟურალისტებიან, პროდუსერებიან, მენეჯერებიანად. დღეს ამაყად ვამბობ, რომ გამოგვივიდა, ეხლა გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე და უკვე ახალი პოზიციიდან ვერთვები ამ რებრენდინგში. ვისაც ტელევიზია თავდავიწყებით გიყვართ და ვისაც გაქვთ განუსაზღვრელი თავისუფლების არხზე მუშაობის სურვილი, გამომეხმაურეთ.არხის დირექტორობას ვიწყებ ვაკანსიების ღიად გამოცხადებით.ვიწყებთ ახალ გამოწვევებთან ჭიდილს)))) ვეძებთ ტელევიზიაზე გაგიჟებით შეყვარებულ ადამიანებს, ვისთვისაც თავისუფლებაა ყველაზე გემრიელი და ყველაზე მთავარი ამ პროფესიაში .ვემზადებით უფრო დიდი მასშტაბებისთვის ,შესაბამისად ,გადავწყვიტეთ გავაფართოვოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი გუნდი.ჩვენი სათქმელი იგივეა და უცვლელი-ვმუშაობთ გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში)))) აგერ ვართ და ვისაც სურვილი და ამბიცია გექნებათ, გამოგვყევით ახალი სიმაღლეების დაპყრობაში)))))) დღეიდან 24 საათში 25 საათი ვიწყებ მუშაობას
კომენტარები