საზოგადოება
"ოფიციალურმა პირმა არაოფიციალურად უთხრა მამაჩემს - შენი ბიჭი ოპოზიციონერია და სანამ ჩვენ აქ ვართ შენ მუშაობას ვერ დაიწყებო"
2019-10-16 12:43:10
ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ ცესკოში, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე პირებს თურმე არ ასაქმებენ:
"ორი დღის წინ ოფიციალურმა პირმა არაოფიციალურად უთხრა მამაჩემს, თუ რატომ ვერ იწყებს მუშაობას მარენულის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
მიზეზად მხოლოდ ერთი რამ დაასახელეს, "შენი ბიჭი ოპოზიციონერია და სანამ ჩვენ აქ ვართ შენ მუშაობას ვერ დაიწყებო"
დიახ, მამაჩემი 2018 წელს იმიტომ აღარ აირჩიეს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნად, რომ ხელისუფლებას, ჩემი როგორც ჟურნალისტის მუშაობა არ მოსწონდა 2017 წლის არჩევნების დროს და მას შემდეგაც.
2018 წელს, მამაჩემი უკვე ხვდებოდა, რომ აღარ აირჩევდნენ, რადგან მანამდე ხშირად ეუბნებოდნენ "შენიშვნებს" შვილის სამსახურის გამო და აფრთხილებდნენ კიდეც, რომ სამსახურს დაკარგავდა. არ მოსწონდათ, რომ ცესკოში ვრეკავდი და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით კითხვებს ვსვავდი.
სამსახურის დაკარგვის შემდეგ, მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში ვაკანტურ თანამდებობაზე ორჯერ გამოცხადდა კონკურსი. ყველანაირი საბუთის, სერთიფიკატების და 10 წლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მამაჩემი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მაინც არ აირჩია.
ახლა კი, როდესაც საოლქოში კიდევაა ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადებული მამას "ურჩიეს", რომ თავს ნუღარ შეიწუხებს და საბუთებს ნუღარ შეიტანს რადგან, მისი შვილის სამსახურის გამო, მაინც არ აირჩევენ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia"
კომენტარები