0 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მელია: "ივანიშვილის ხელით, რუსეთმა მოახერხა და აისრულა "რუსული ოცნება"რომელიც გულისხმობს უარს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე"

ივანიშვილის ხელით, რუსეთმა მოახერხა და აისრულა "რუსული ოცნება"რომელიც გულისხმობს უარს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე -ამის შესახებ განცხადება, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა. მისი თქმით, საბოლოოდ გაირკვა არა მხოლოდ ის, რომ ივანიშვილი უზურპატორია და მდიდრდებოდა ხალხის ხარჯზე, არამედ ის, რომ ის მუდმივად დაკავებულია შავი ფულის რეცხვით თავის პარტნიორებთან ერთად მათ შორის კალაძესთან ერთად.

"ბიძინა ივანიშვილის ხელით, რუსეთმა მოახერხა და აისრულა ოცნება, "რუსული ოცნება". აისრულა ოცნება რომელიც გულისხმობს უარს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე. საბოლოოდ გაირკვა ის რომ ივანიშვილი არა მხოლოდ უზურპატორია, ივანიშვილი არა მხოლოდ მდიდრდებოდა ხალხის ხარჯზე უკანასკნელ წლებში, არამედ იყო მუდმივად დაკავებული შავი ფულის რეცხვით თავის პარტნიორებთან ერთად მათ შორის კალაძესთან ერთად. არ ველოდოთ რომ ივანიშვილი რაიმე გამოიძიებს, საკუთარი თავის წინააღმდეგ, სანამ ის არის მართვის სადავეებთან, მაგრამ როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, აუცილებლად საჯაროდ და მთელი საზოგადოეისთვის ხელმისაწვდომად, უნდა მოხდეს ამ საკითხის გარკვევა პირდაპირ ეთერში საგამოძიებო კომისიის ფარგლებში." - განაცხადა ნიკა მელიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები