მსოფლიო
„ეს გიგა ბოკერია, ისე „აჭრა“ სააკაშვილმა, სულ ჩერჩეტი გამოჩნდა“
2019-10-14 13:41:17
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას სატელევიზიო ინტერვიუს კომენტირებისას აღნიშნავს, რომ დარწმუნდა, რომ ცხრა წლის განმავლობაში თუ რამე აღმშენებლობა იყო, სააკაშვილის დამსახურება იყო.
„დედა, ეს გიგა ბოკერია, ისე „აჭრა“ სააკაშვილმა, სულ ჩერჩეტი გამოჩნდა. მართლა დავრწმუნდი, რომ თუ რაიმე აღმშენებლობა იყო სახელმწიფოებრივი ყოფილი ხელისუფლების დროს , მართლა სააკაშვილის ფლანგიდან კეთდებოდა მხოლოდ (დიახ გაერთიამებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ სწორ გზაზე დგას).
აბა, ეს ძალაუფლებისთვის „მებრძოლი წურბელა“, ხელს თუ შეუშლიდა საერთო საქმეს, თორემ რისი გამკეთებელიც არის, კი გამოჩნდა! იმაზე ჩერჩეტი ყოფილა ბოკერია, ვიდრე მე მეგონა, მიდი, გიგა, გენაცვალე „გიგანტური“ ნაბიჯებით „ოცნებისკენ”. აკი ვამბობდი, ა, ბატონო, რა ჰქნას მეტი, რითი დაამტკიცოს, გაერთიანებული ოპოზიციის ხსენება არ უნდა, რადგან სწორედ ეს არის ივანიშვილის მიზანი, აბა, ცალკე ერთ პარტიას თვლის, რომ მოერევა, ამიტომაც მომიხსენია ბიკერიამ „ნაცმოძრაობის“ სპიკერად და არა - გაერთიანებული „ძალა ერთობაშია“-ს სპიკერად, „უსრულებს“ ბიძინას.
თუ ივანიშვილის (რუსეთზე მომუშავე) ხელისუფლების გაშვება უნდა, მაშინ რა დროს იმ ძალას - „ძალა ერთობაშია“, გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელმაც დიდი დარტყმა მიაყენა ივანიშვილის ხელისუფლებას, რაღა იმ ძალას ებრძვი და ესვრი ტალახს?! დიახ, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ სჭირდება საქართველოს, რა თქმა უნდა, პარტია - „კანონი და სამართლით“ , რომლის თავმჯდომარეც ვარ უმაგრეს ადამიანებთან ერთად და ბოლომდე მივიყვანთ დიდ სახელმწიფოებრივ საქმეს! საქართველო ძლიერი სახელმწიფო იქნება - „კანონით და სამართლით“, - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
კომენტარები