0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ტაქსის მძღოლი, რომელიც უკრაინელ ტურისტ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა დააკავეს

თბილისში, 52 წლის ტაქსის მძღოლი, რომელიც უკრაინელ ტურისტ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, ​გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები.

გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები