მსოფლიო
ხაშურში მამაკაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა - 30 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაშია
2019-10-11 14:12:14
ხაშურში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ხიდგაღმა უბანში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან 30 წლამდე ქალის მისამართით ყოფილმა მეუღლემ რამდენი გასროლა განახორციელა. დაჭრილი ქალი მძიმე დაზიანებებით ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებული არ ჰყავს. შემთხვევის ადგილზე კი პოლიცია და ექსპერტ - კრიმინალისტები საგამოძიებო პროცედურებს ატარებენ.
კომენტარები