0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავარიია ბათუმი – ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაღუპულია 15 წლის გოგო, 2 წლის ბავშვი კი მამასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმი  – ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა, დაშავებული 2 წლის ბავშვი და მისი მამა კი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი  – ქობულეთის შემოვლით გზაზე დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადას გოგო ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. კლინიკაში გადაყვანილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები