მსოფლიო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანტიკვარიატის შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს
2019-10-09 16:05:03
ათონელის რეზიდენციის მოსაწყობად, ანტიკვარიატის შეძენასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის მრჩევლის განცხადებით, შესყიდვები უკვე დასრულებულია და ეს ანტიკვარიატი ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილისთვის არის განკუთვნილი.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი მედიასთან საუბრისას განმარტავს, რომ ავეჯი არ არის შეძენილი პრეზიდენტის პირადი და სამუშაო სივრცისთვის.
"ავეჯი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილისთვის არის ისტორიული წარმომადგენლობითი ნაწილი. ეს არ არის პრეზიდენტის პირადი და სამუშაო სივრცე, ამიტომ ეს ინვენტარი ემსახურება საერთაშორისო ვიზიტებზე მოსულ პუბლიკას. ჩვენი მიზანია ორბელიანების სასახლის აღჭურვა, ისეთი ინვენტარით, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელია საქართველოსთვის,"- აღნიშნა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.
სასახლის ისტორიული ნაწილის მოწყობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და ამ ეტაპზე ანტიკვარიატის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
კომენტარები