0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, პროცესი ხანმოკლე იყო და მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების მხარემ ისაუბრა ყველა მტკიცებულების შინაარსზე, მომდევნო სხდომაზე დაიწყება ამ მტკიცებულებების გამოკვლევა," - აცხადებს საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა.

"ვინც კი დაზარალდა და რაც კი დაზარალდა ირაკლი ოქრუაშვილს მიაწერეს, რომ აი შენმა მოწოდებამ გამოიწვია ეს ყველაფერიო, ეს ხომ აბსურდია, უშუალოდ ირაკლის არ ედავებიან, რომ ვინმეზე იძალადა, საერთოდ კონტაქტში არ შესულა პოლიციელებთან, მხოლოდ ორი სიტყვისთვის "წავედით წავედით", რომ არ მოეწოდებინა წავედითო, ეს ამბები არ მოხდებოდა," - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები