0 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლევან ჯიქურმა პირველი კომენტარი გააკეთა

 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა, 2000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. 

ლევან ჯიქური ეტლით მოსარგებლეა და ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში დამძიმდა. 

ჯიქური სასამართლო სხდომაზე ბრალს ნაწილობრივ დაეთანხმა, თუმცა ის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

"მე დამნაშავედ არ ვცნობ თავს. რაც კადრი ჩანს, რომ მე რაღაცა ფარს ვხმარობ, მხოლოდ მაგ ნაწილს ვაღიარებ. ბრალად მომიყენეს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა, რომელ ფაქტსაც ადგილი არ ჰქონია. მე რუსთაველზე მივედი იმის გამო, რომ ხალხს ესროდნენ ტყვიებს და ვინმეს რამეში დავხმარებოდი. ფარი კი შეკავების მიზნით გამოვიყენე, რომ პოლიციელი შემეკავებინა, სხვა დაკავებულები სასამართლოში გავიცანი. ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული, კიდურები მიწვრილდება, ფილტვებზე პრობლემები დამეწყო და ქრონიკულ დაავადებაში გადამივიდა. 50 დღე დამჭირდა შიმშილობა, რომ დღევანდელი დღისთვის მიმეღწია,"- აღნიშნა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან ჯიქურმა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები