მსოფლიო
კალაძე:"მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი ჩვენ დავტოვეთ სამსახურის გარეშე"
2019-10-07 16:07:16
"მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი ჩვენ დავტოვეთ სამსახურის გარეშე" - ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა კახა კალაძემ, Facebook-ით პირდაპირი ჩართვისას გააკეთა.
„რეფორმის ფარგლებში კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ კერძო ავტომობილებმა ტექდათვალიერება გაიარონ. ტაქსის მძღოლი, რომელიც მოდის გასაწევრიანებლად A თუ B კატეგორიაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ავტომობილზე ტექდათვალიერება გავლილი, სამწუხაროდ, დაახლოებით 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა, მიღებული ტექდათვალიერება ვერ გაიარა. დაახლოებით 6000 -ზე მეტი მძღოლი არის გაწევრიანებული და აქვს A კატეგორიის ლიცენზია. 9 000 -მდე კი B კატეგორიაშია გაწევრიანებული. მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი ჩვენ დავტოვეთ სამსახურის გარეშე, ეს ინფორმაცია არის სიცრუე",- განაცხადა თბილისის მერმა.
კომენტარები