პოლიტიკა
ნატო-ს წევრობისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა
2019-10-07 13:03:30
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტანმაიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ქართული მხარე ნატოს წევრობისთვის ყველაფერს კეთებს.
"რაც შეეხება ნატო-ს, ნატო-ში შესვლა არ არის ნიშნების დაგროვება. ეს გამოცდა არ არის, სადაც თუ დააგროვებ საჭირო ნიშნებს, მიგიღებენ ავტომატურად. აქ ავტომატიზმი არ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. სხვათა შორის აღიარებულია, რომ ეფექტურად ვასრულებთ იმ დავალებებს, რაც არის დავალებული, მაგრამ ჯერ არ არის მიღებული ის ერთობლივი კონსენსუსი, რომელიც არის ყველა ქვეყნის სუვერენული უფლება, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. არის გარკვეული სიტუაცია ნატო-ში, ევროკავშირში, არის გარემოებები, რომელიც განაპირობებს იმას, რომ შეიძლება ფრთხილობენ დღეს ახალი გადაწყვეტილებების მიღებას. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ ეხება რუსეთს. რუსეთი ყოველთვის იყო კატეგორიულად წინააღმდეგი ბალტიის ქვეყნების მიღების მიმართ, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მიღებულ იქნა. ჩვენ თვითონ არ უნდა შევიქმნათ შეხედულებები, რის გამოც გვეგონება, რომ რაღაც არის ნეგატიურად ან პოზიტიურად გადაწყვეტილი", - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.
კომენტარები