მსოფლიო
„გია ყანჩელს ივანიშვილმა სამაგიერო ასე გადაუხადა..." - ნიკა გვარამია
2019-10-07 11:55:03
"მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ კომპოზიტორ გია ყანჩელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყანჩელის გარდაცვლების გამო თბილისობა უნდა გაუქმებულიყო.
"ყვითელი ფოთლები, რომელიც ყანჩელმა შექმნა გადაიქცა მისივე სიმბოლოდ და დღეს ყვითელი ფოთლებით ვიჯდები ეთერში და ასე გია ყანჩელის ხსოვნას მივაგებ პატივს. კაცი, რომელიც მიყვარდა, როგორც კომპოზიტორი და კაცი, რომელიც მიყვარდა, როგორც ძალიან გამბედავი პატრიოტი.კაცი, რომელმაც დაგმო ის, რაც ქვეყანაში ხდება და პირდაპირ დაარტყა ივანიშვილს. ძალიან სამწუხაროა, რომ ივანიშვილმა მას სამაგიერო გადაუხადა, ამ დონემდე დასვლა ივანიშვილისთვისაც კი სირცხვილია. როცა დაიღუპა გენიოსი, არ შეიძლება თბილისობა ხორხოცობდეს მწვადით პირში გაჩრილი ადამიანები, ეს უნდა გაუქმებულიყო, არამგონია, რომ ეს კალაძეს შეშლოდა, ეს არის ივანიშვილის შურისძიება და იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ კაცი რომლის ინტერვიუებს ვიღებთ საჯარო პანაშვიდებზე, ყანჩელის პანაშვიდზე არ მისულიყო . " - განაცხადა გვარამიამ.
კომენტარები