პოლიტიკა
შსს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
2019-10-07 11:03:35
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისივე თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველები გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე. თავდაპირველად ზარის ინიციატორსა და მის დედას გავესაუბრეთ. შემდგომ ისინი გადავიყვანეთ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით. მოცემულ სსს-ზე ჩატარდა ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სსს-ზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიმდინარეობს" - აღნიშნულია განცხადებაში.
ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ჯიშკარიანის თანაშემწეს ძალადობის კვალი მომხდარიდან ერთი კვირის თავზეც ეტყობა და მას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. ილია ჯიშკარიანი გაუპატიურების მცდელობას უარყოფს და ყოფილ თანაშემწეს შანტაჟში ადანაშაულებს.
კომენტარები