მსოფლიო
გიორგი კაპანაძე: სახელმწიფო ელექტროსისტემის თავმჯდომარემ მხოლოდ 5 დღეში, როუმინგით საუბრისას 29 ათასი ლარი დახარჯა
2019-10-06 21:14:09
ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი გიორგი კაპანაძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
2012 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი იყო 11.4 მილიარდი დოლარი (იმდროინდელი კურსით 18.9 მილიარდი ლარი), 2019 წლის ივნისის მონაცემებით საგარეო ვალი არის 18.2 მილიარდი დოლარი ანუ 53 მილიარდი ლარი (34 მლრდ ლარით მეტი).
ამავე დროს, გაზრდილია სიღარიბე, უმუშევრობა, გაძვირებულია ცხოვრება, ათი ათასობით ბავშვი შიმშილობს.
ქვეყანას ჰყავს 500 ათასამდე სოც დაუცველი და სრულწლოვან მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს ვალი აქვს (ბანკის, მიკროსაფინანსოს, კერძო პირის)...
ასევე, 2018 წელს, სახელმწიფო კომპანიების ზარალი იყო 800 მილიონ ლარზე მეტი.
ამ დროს, მაგალითად, სახელმწიფო ელექტროსისტემის თავმჯდომარემ, 2014 წელს, მხოლოდ 5 დღეში, როუმინგით საუბრისას 29 ათასი ლარი დახარჯა.
თან, სახელმწიფო ელექტროსისტემას 2014-17 წლებში 77 მილიონიანი ზარალი ჰქონდა და მიუხედავად ამისა, 12 მილიონი ლარის დაუსაბუთებელი პრემია გასცა.
ბოლო 7 წლის მანძილზე კი, სახელმწიფო კომპანიებმა ჯამში 2 მილიარდ 900 მილიონი ლარი იზარალეს.
მოკლედ რომ ვთქვათ: თავზე დაიმხეს ბიუჯეტი ამ მავნებელმა ქოცებმა და საბოლოოდ რომ არ გაკოტრდეს და ღვინიასავით არ გადაიჩეხოს ეს ქვეყანა, რაც შეიძლება მალე უნდა გავაგდოთ ის ნიცშეზე უფრო დიდი და გავრილოვზე უფრო პატარა - ხელისუფლებიდან.
კომენტარები