მსოფლიო
გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს
2019-10-04 18:16:18
სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გაბუნია უწყებაში 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.
„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, - აცხადებენ პროკურატურაში.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე პროკურატურაში „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც დაიბარეს. ის უწყებაში ხვალ, 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
კომენტარები