მსოფლიო
ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს
2019-10-04 18:09:30
ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ჩემი რიგიც მოვიდა! ხვალ 11 საათზე, გამოკითხვაზე ვარ დაბარებული მთავარ პროკურატურაში. დანარჩენი გამოკითხვის შემდეგ," - წერს მელაძე.
„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე“, - აცხადებენ პროკურატურაში.
კომენტარები