პოლიტიკა
უდუმაშვილი და ლაფერაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს
2019-10-03 17:40:31
“რუსთავი 2”-ის პოლიტიკური და დღის გადაცემების ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ცოტა ხნის წინ პროკურატურაში დაიბარეს
მათ “სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.
კომენტარები