0 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„დედი, ნუ გეშინია, ყველანი შენს გვერდით ვართ, გამაგრდი და შიმშილი მიატოვე“ - გლდანის ციხესთან „გავრილოვის პატიმრების“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა

"ქვეყნის სამსახურში“- ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულმა სამოქალაქო აქტივისტებმა გლდანის ციხესთან აქცია გამართეს. ისინი 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილების ბრალდებით დაკავებულებს მხარდაჭეერას უცხადებენ. 

„დედი, ნუ გეშინია, ყველანი შენს გვერდით ვართ, გამაგრდი და შიმშილი მიატოვე, როცა ქვეყანა სამართლიანი და დემოკრატიულია, იქ შეგიძლია იშიმშილო. აქ, დედიკო შიმშილს აზრი არ აქვს, გამარგდით ბიჭებო, ყველანი მალე გარეთ იქნებით“,- მიმართა რუსუდან თამლიანმა დაკავებულებს.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალი 19 პირს წაუყენეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები