პოლიტიკა
ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესის პარალელურად ეზოში, მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს
2019-10-02 12:07:27
ზვიად კუპრავას საქმეზე , რომელიც ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობაშია ბრალდებული, შესაძლოა, დღეს გადაწყვეტილება გამოცხადდეს.
აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს.
პარალელურად, სასამართლოს ეზოში, კუპრავას მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. მათი თქმით, ზვიად კუპრავა პოლიტ პატიმარია და ის, დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული.
კომენტარები