საზოგადოება
"მივმართავ ადვოკატებს, გადახედონ ნაირა ოტიაშვილის საქმიანობას ჩემი შვილის ცხედარი გაციებულიც არ იყო, ჩირქი რომ მოსცხო"
2019-10-02 11:41:25
მივმართავ ადვოკატებს, გადახედონ ნაირა ოტიაშვილის საქმიანობას ჩემი შვილის ცხედარი გაციებულიც არ იყო, ჩირქი რომ მოსცხო -ასე ეხმაურება, თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის ნაიარა ოტიაშვილის დაკავებას ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, სულ მცირე, მას საადვოკატო ლიცენზია უნდა ჩამოერთვას.
„არავის ციხეში ჩასმას და არავის სიკვდილს ქრისტიანი ადამიანი არ ისურვებს, მაგრამ ეს ქალი ციხიდან გამოსაშვები არ არის. სულ მცირე, მას საადვოკატო ლიცენზია უნდა ჩამოერთვას. მან ჩემ შვილზე ისეთ რაღაც ილაპარაკა, რაც არც კანონით და არც ეთიკითაა გამართლებული. ეს არ არის ისეთი ადამიანი, ვის გამოც შეიძლება გამოხვიდე, გაამართლო და მხარი დაუჭირო. ეს შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრმა გააკეთოს და მისი ციხეში ჩასმა არ მოისურვოს. მივმართავ ადვოკატებს, რომლებიც მას იცავენ და გულშემატკივრობენ, გადახედეთ ნაირა ოტიაშვილის საქმიანობას. თუნდაც, ჩემი შვილის საქმეში მის როლს. ჩემი შვილის ცხედარი გაციებულიც არ იყო, ჩირქი რომ მოსცხო. ამის დამადასტურებელი ფაქტებიც მაქვს. თუ საჭირო იქნება, სასამართლოშიც წარვსდგები ჩვენების მისაცემად“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს. 2018 წლის 14 ნოემბერს გრიგალაშვილს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ნაირა ოტიაშვილმა ეს გადაწყვეტილება იმავე წლის 17 დეკემბერს სააპელაციოში გაასაჩივრა.
კომენტარები