საზოგადოება
პრეზიდენტის პოსტი - კომენტარის გარეშე..
2019-10-02 10:40:47
"აი ზუსტად ამიტომ აგირჩია ერმა, ამ უკიდურესი გაჭირვების დროს მისი პრეზიდენტი ამით ერთობოდე" - ეს და სხვა, მსგავსი კომენტარები მოჰყვა პოსტს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
სავარაუდოდ, ზურაბიშვილი საზოგადოების მხრიდან, მისი ჩაცმულობის კრიტიკამ გაანაწყენა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს, დონალდ და მელანია ტრამპთან ერთად გადაღებულმა ფოტომ, მთელი ინტერნეტ სივრცე აალაპარაკა.
მოქალაქეებმა პრეზიდენტს ჯერ ჩაცმულობა, შემდეგ კი დგომა დაუწუნეს.
კომენტარები