საზოგადოება
სიღნაღში სასტუმრო "ნიკალა" თითქმის მთლიანად დაიწვა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
2019-10-01 11:14:45
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან "ნიკალას" სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ.
ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს შენობაში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია და ცეცხლის ლოკალიზება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
კომენტარები